გამოცდილების გაზიარება საერთო უსაფრთხოებისთვის: ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლების ვიზიტი ფოთის APM ტერმინალში
2026 წლის 20 მარტს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხოების განყოფილებების წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით ფოთის APM ტერმინალს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანს პროფესიული გამოცდილების გაზიარება და ტერმინალის სპეციფიკური საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა: შრომის უსაფრთხოების მართვის ინოვაციური მიდგომები, ეკოლოგიური კონტროლის მექანიზმები და გარემოსდაცვითი სტანდარტები, თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვისა და პრევენციული ღონისძიებების ეფექტური სისტემები.
ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები დეტალურად გაეცნენ ტერმინალში არსებულ სამუშაო პროცესებსა და იმ სიახლეებს, რომლებიც უზრუნველყოფს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. მიღებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბათუმის საზღვაო ნავსადგურში სამუშაო პროცესების შემდგომ სრულყოფასა და მოდერნიზაციას.
მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები მნიშვნელოვანი წინაპირობაა ორივე სატრანსპორტო კვანძის ეფექტურობისა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების შესანარჩუნებლად.