ბათუმის საზღვაო ნავსადგურში შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება და გაიზარდა ინფრასტრუქტურის საიმედოობა
2026 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით, ბათუმის საზღვაო ნავსადგურში (ნავსადგური) ელექტროენერგიის მოხმარება შემცირებულია 82,9 ათ. კვტ*სთ. ბუნებრივი აირის ეკონომიამ შეადგინა 1 142
კუბ მ. მოცემული მაჩვენებლები ნავსადგურში ბოლო სამი წლის განმავლობაში გატარებული ენერგიის დაზოგვასთან დაკავშირებული ღონისძიებათა კომპლექსის შედეგია.
ძირითადი აქცენტი გაკეთდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციაზე. ამგვარად, №2 სატრანსფორმატორო ქვესადგურის განახლების შედეგად შესაძლებელი გახდა დატვირთვის ოპტიმიზაცია, მოწყობილობების ზედმეტი მუშაობის გამორციხვა და უმოქმედობისას დანაკარგების შემცირება. ეკონომია მხოლოდ ამ მიმართულებით შეადგენს 16,6 ათ. კვტ*სთ წელიწადში, ხოლო №1 ქვესადგურის მოდერნიზაციის დასრულების შემდეგ ეს ეფექტი გაორმაგდება.
ნავსადგურში დამატებით დანერგილია ელექტროენერგიის განაწილების ეფექტურობის ამაღლებაზე მიმართული გადაწყვეტილებები, კერძოდ, სამფაზიანი ქსელის დატვირთვის თანაბარი განაწილების უზრუნველყოფა, №9 ნავმისადგომზე ახალი საკაბელო ხაზების გაყვანა, რამაც გაზარდა ამწის მოწყობილობის მუშაობის საიმედოობა და შესაძლებელი გახადა ელექტროენერგიის დანაკარგის 1,2 %-ით შემცირება.
მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილია განათების მოდერნიზაციის საშუალებით. ნავსადგურის ადმინისტრაციული და საწარმოო შენობები გადაყვანილია ენერგიის დაზოგვის თანამედროვე გადაწყვეტილებებზე. პარალელურად გაძლიერდა მოხმარების
კონტროლი: დამონტაჟებულია აღრიცხვის დამატებითი ხელსაწყოები, მათ შორის გარე ორგანიზაციების ობიექტებზე.
ნავსადგურში ენერგოეფექტურობის შემდგომი გაზრდის მიზნით, დამტკიცებულია 2026-2030წწ. ღონისძიებათა გეგმა, რომელიც მიმართულია ენერგიის მოხმარების შემდგომ შემცირებასა და ინფრასტრუქტურის მდგრადობის ამაღლებისაკენ.