ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის საერთაშორისო ასოციაციის საერთო კრება ასტანაში
ასტანაში საერთაშორისო ასოციაციის - „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ გამგეობისა და საერთო კრების სხდომები გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში შეჯამდა ასოციაციის 2025 წლის საქმიანობის შედეგები და დამტკიცდა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კასპიის მიმართულებით კონტეინერული გადაზიდვების განვითარებას. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, დაგეგმილია საკონტეინერო მატარებლების რაოდენობის გაზრდა წელიწადში მინიმუმ 600 ერთეულამდე.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მულტიმოდალური ლოგისტიკის ციფრული ტრანსფორმაციისა და მარშრუტის ყველა მონაწილეს შორის კოორდინაციის ეფექტიანობის ამაღლების საკითხები.