ინფორმაცია ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე ქცევის წესების შესახებ

ინფორმაცია

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე ქცევის წესების შესახებ

 

ყურადღებით გაეცანით და გააცანით  წინამდებარე ინფორმაცია შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის  ტერიტორიაზე შემომსვლელ ყველა პირს 

  1. ნავსადგურის ტერიტორიაზე ყოფნის დროს აუცილებელია დამცავი ჩაფხუტისა და სასიგნალო ჟილეტის ტარება.
  2. იხელმძღვანელეთ ტერიტორიაზე საგზაო და გამაფრთხილებელი ნიშნებით, უსაფრთხოების ტექნიკის პლაკატებით.
  3. ტერიტორიაზე იმოძრავეთ შენობა ნაგებობების გასწვრივ, ხოლო ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დაიკავეთ მარცხენა მხარე (ტრანსპორტის შემხვედრი მიმართულებით).
  4. ტრანსპორტის სავალი გზის ან რკინიგზის ლიანდაგის გადაკვეთამდე გაიხედეთ გზის ორივე მხარეს.
  5. არ დადგეთ, არ გახვიდეთ აწეული ტვირთის ან მომუშავე მექანიზმის ქვეშ. 
  6. არ გაძვრეთ ვაგონის ქვეშ ან ვაგონებს შორის  თუ მანძილი 5 მ-ზე ნაკლებია .
  7. სარკინიგზო შემადგენლობას შემოვლის დროს არ მიუახლოვდეთ   2 მ ახლოს .
  8. არ გადაირბინოთ მოძრავი ტრანსპორტის წინ. 
  9. არ შეასრულოთ სამუშაო რომელიც არ არის დაკავშირებული თქვენს მოვალეობებთან.
  10. აკრძალულია მოწევა ნავსადგურის მთელ ტერიტორიაზე გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა. 
  11. შეძახილი „ფრთხილად“ გაგონებისთანავე შეჩერდით,  შეაფასეთ საფრთხე და  დაუყონებლივ გადით უსაფრთხო ადგილზე.
  12. მცურავ საშუალებებზე ასასვლელად გამოიყენეთ საშტატო ტრაპები.
  13. ნავსადგურის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სიჩქარეა 10 კმ/სთ.
  14. საგანგებო სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში არ ჩავარდეთ პანიკაში, დაემორჩილეთ საევაკუაციო სვლა-გეზის ნიშნებს,  მიდით უახლოესი შეკრების ადგილზე ან  საწარმოს გასასვლელში.
  15. თუ შეამჩნევთ რაიმე სახის ინციდენტს გთხოვთ აცნობოთ ნავსადგურის წარმომადგენლებს, ნავსადგურის დაცვის თანამშრომლებს.

ინციდენტის დროს გამოსაყენებელი სატელეფონო ნომრები:

  • სადისპეტჩერო: 11-44(შიგა ქსელი),  მობ.: 577 20  23 54.
  • სამედიცინო ამბულატორია: 12-05(შიგა ქსელი),   მობ.: 577 03 24 99